"პატივისცემა" ყველას უნდა - კვირის პალიტრა

"პატივისცემა" ყველას უნდა

ველური ბუნების პროფესიონალი ფოტოგრაფი რიან ვან შალკვიკი ნამიბიის კერძო ნაკრძალ "ერინდიში" სპილოსა და ბეჰემოთის უჩვეულო შეტაკებას შეესწრო.  "კვირა საღამოს წყალში მონებივრე ბეჰემოთებს ვიღებდი. ამასობაში ნაკრძალის თანამშრომლებმა მათთვის თივა მიიტანეს - ახლა იქ გვალვაა და ბეჰემოთებს ბუნებრივი საკვები ნაკლებად აქვთ. 20-მდე ცხოველი წყლიდან ამოვიდა და ჭამას შეუდგა. უცებ მაღალი ბუჩქებიდან დიდი სპილო გამოვიდა. თავიდან დინჯად მოდიოდა, მაგრამ მოულოდნელად გაფიცხდა და  ბეჰემოთებს ეძგერა, -  ჰყვება შალკვიკი, -  დედა ბეჰემოთი სპილოსთან მეტისმეტად ახლოს აღმოჩნდა, სპილომ მაშინვე შეუტია და 2-ტონიანი მსხვერპლი ჰაერში ბუმბულივით აისროლა. ბეჰემოთი ზურგზე დაეცა და წყლისკენ გადაგორდა. საბედნიეროდ, სპილო  დაწყნარდა და  შეშინებულ მსხვერპლს აღარ გამოსდევნებია.