დროული გამოსარჩლება
27-01-2014
დროული გამოსარჩლება
სამხრეთ აფრიკაში, კრიუგერის ნაკრძალში, უამრავი ტურისტი უფრო ლომების სანახავად ჩადის, უმრავლესობა ლომ-კამეჩთა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ლომების "გულშემატკივარია". თუმცა ჰოლანდიელი მოყვარული ფოტოგრაფი ბრინ ველერი მის თვალწინ მსხვერპლის გადარჩენამ ძალიან გაახარა... "მოზარდი კამეჩი ლომებმა გაინაპირეს. დიდი ბრძოლის შემდეგ ზაქმა ჩაიჩოქა. ბრძოლის დასასრული უეჭველი იყო, მაგრამ განწირულს ზრდასრული კამეჩი გამოესარჩლა - უზარმაზარი რქებით "ცხოველთა მეფე" ბურთივით მოისროლა.  
გამძვინვარებული კამეჩის დანახვაზე შეშინებულმა ლომებმა თავს უშველეს"...".  







მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით