"ვერცხლის დათვი" - ინებეთ, თავშესაფარზე კი ბოდიში
03-02-2014
"ვერცხლის დათვი" - ინებეთ, თავშესაფარზე  კი  ბოდიში
ერმანიამ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალის გამარჯვებულ მსახიობს თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა. ბოსნიელი ბოშა ნაზიფ მუჟიჩი შარშან მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის„"ვერცხლის დათვით" დააჯილდოეს. საქმე ის არის, რომ ნაზიფმა საკუთარი თავი განასახიერა დანის ტანოვიჩის სურათში "ეპიზოდი ჯართის შემგროვებლის ცხოვრებიდან", რომელიც გასული წლის ბერლინის კინოფესტივალის აღმოჩენად იქცა.

ფილმი ბოსნიელი ბოშების ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომლებიც სიღარიბესა და უსამართლობას ებრძვიან. ფილმში ჯართის შემგროვებელმა მუჟიჩმა მთავარი როლი შეასრულა და "ვერცხლის დათვთან" ერთად ფულადი პრიზი - 4 000
ევროც ერგო. სწორედ ამიტომ თანამოძმე ბოშებმა ის მდიდარ მსახიობად ჩათვალეს, თავიანთი საზოგადოებიდან გარიყეს და ჯართის შემგროვებლად მუშაობის ნებაც აღარ დართეს. მუჟიჩს აღარც კინოში შესთავაზა ვინმემ როლი, ამიტომ მეეზოვედ მოეწყო.

მოგვიანებით კი ოჯახთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა ბედის საძიებლად და ამ ქვეყანას თავშესაფარი სთხოვა როგორც ბერლინალეს გამარჯვებულმა,
თუმცა უარი მიიღო. ამჟამად ლტოლვილების ბანაკში ცხოვრობს, ბერლინის კინოფესტივალმა კი საემიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად ადვოკატი დაიქირავა და ბოშა მსახიობის დახმარებას ცდილობს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით