ჟანა ფრისკეს ტვინის კიბო აქვს?!
03-02-2014
ჟანა ფრისკეს ტვინის კიბო აქვს?!
რუს მომღერალ ჟანა ფრისკეს სიმსივნე აქვს, - წერს მისი მეუღლე, შოუმენი დმიტრი შეპელიოვი.
"რაც მრავალი თვის განმავლობაში მხოლოდ ჩვენი ოჯახის საქმე იყო, სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ საზოგადოებისთვისაც ცნობილი გახდა. გვსურს, ნებისმიერი სპეკულაცია შევწყვიტოთ - ჟანას თაყვანისმცემლებს უფლება აქვთ, სიმართლე იცოდნენ. ჩვენს ოჯახს მძიმე განსაცდელი დაატყდა თავს. ჟანას სიმსივნე აქვს. დაავადებას ვებრძვით და არც ერთი წამით არ ვკარგავთ რწმენას. გთხოვთ, გაგვამხნევეთ კეთილი სიტყვითა და ლოცვით", - ნათქვამია მომღერლის საიტზე.

გამოცემა Life
News-ი ირწმუნება, რომ ფრისკეს აქვს მეოთხე სტადიის თავის ტვინის სიმსივნე.
მომღერლის ავადმყოფობის შესახებ ჭორები წინა კვირაში გავრცელდა. Life News- წერდა, რომ დაუძლურებული ჟანა ფრისკე ეტლით მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის მედპუნქტში შენიშნეს, იგი სამკურნალოდ მიჰყავდათ ერთ-ერთ გერმანულ კლინიკაში, სადაც მსოფლიოს წამყვანი ექიმი-ონკოლოგები მუშაობენ.


ოსბორნები ჟანა
ფრისკეს დაეხმარებიან


ფრისკეს დასავლელმა კოლეგებმა მისი დახმარება გადაწყვიტეს. ლეგენდარული როკერის, ოზი ოსბორნის მეუღლემ, შერონმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ამბობს, რომ ის და ოზი მზად არიან, ჟანა ფრისკეს დაეხმარონ.
"გამარჯობა, ჟანა, მე ვიცი შენი მდგომარეობა და მინდა იცოდე, რომ მე და ჩემი მეუღლე მოსკოვში 1-ელ ივნისს ვიქნებით. შენთან შეხვედრა გვსურს, მაგრამ მანამდე გვინდა გამოგიგზავნოთ სამკურნალო თანხა", - ამბობს შერონ ოსბორნი თავის ვიდეომიმართვაში.

შერონ ოსბორნმა ყველას  მოუწოდა, დაეხმარონ მომღერალს. როგორც ცნობილია, შერონს 12 წლის წინ სიმსივნე დაუდგინეს, თუმცა მან ავადმყოფობის დამარცხება მოახერხა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით