16 წლამდე აიკრძალოს... ბიონსე - კვირის პალიტრა

16 წლამდე აიკრძალოს... ბიონსე

ცნობილია, რომ ბიონსეს უამრავი თაყვანისმცემელი მხოლოდ მისი ხმით კი არ არის მოხიბლული, არამედ მომღერლის სხეულის გამორჩეული ფორმებით. ეს თავადაც კარგად იცის და ამიტომ  "გრემის" ცერემონიაზე გამოსაჩენად წონაში 30 კგ დაიკლო! სუპერვარსკვლავს მეუღლეც - რეპერი ჯეი ზეტიც დაეხმარა, რომელიც მასთან ერთად იცავდა დიეტას და თავადაც 20 კგ მოიშორა. სცენაზე სექსუალურ შავ კაბაში გამოწყობილი ბიონსე ისე ენერგიულად ირჯებოდა, რომ კრიტიკოსებმა დაასკვნეს, - დროა, "გრემის" ცერემონიის ყურება 16 წლამდე ბავშვებს აეკრძალოსო!