"სოჭის წესები"
10-02-2014
"სოჭის წესები"
სოჭის ზამთრის ოლიმპიურმა თამაშებმა სტარტი 7 თებერვალს აიღო. უცხოელმა სტუმრებმა უკვე მოასწრეს და სოციალურ ქსელებში განათავსეს ნაჩქარევად ჩაბარებული სასტუმროების ოთახებისა და სხვა ობიექტების კურიოზული ფოტოები. ყველაზე დიდი მოწონება კანადელი სნოუბორდისტის სებასტიან ტოუტანტის მიერ "ტვიტერში ატვირთულ ფოტოს ხვდა. "ეს საინტერესოა: "სოჭის წესები სააბაზანოებში" - ასეთი ტექსტი დაურთო სებასტიანმა ფოტოს. ბუნებრივია, ფოტომ, სადაც ასახულია, თუ რა უნდა გააკეთო და რა არ უნდა გააკეთო სასტუმროს სააბაზანოში, ცივილიზებული სამყაროს მკითხველები ძალიან გაახალისა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით