სრულიად ჰოლივუდი შოკშია - კვირის პალიტრა

სრულიად ჰოლივუდი შოკშია

სრულიად ჰოლივუდი შოკშია - დაიღუპა უაღრესად პოპულარული "ოსკაროსანი" მსახიობი ფილიპ სეიმურ ჰოფმანი. 46 წლის სუპერვარსკვლავი გარდაცვლილი იპოვეს მანჰეტენზე ნაქირავები ბინის სააბაზანოში. გვამი  ახლო მეგობარმა, სცენარისტმა დევიდ კაცმა აღმოაჩინა, რომელიც სახლში ფილიპის ყოფილი ცოლის - მიმი ოდონელის თხოვნით შევიდა. მიმი დააეჭვა იმან, რომ მსახიობმა შაბათ-კვირას ბავშვები თავისთან არ წაიყვანა. ფილიპი ცოლს შემოდგომაზე დაშორდა და ბინა ახლოს იქირავა, რათა შვილები ხშირად ენახა... მას 3 შვილი დარჩა - 10 წლის ვაჟი კუპერი და გოგონები: 7 წლის ტალულა და 5 წლის უილა.

გამოძიების ვერსიით, სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკის ჭარბი დოზა გახდა (მიცვალებულს ხელში შპრიცი ეჭირა).

უამრავი დამწუხრებული  მსახიობი საჯაროდ აცხადებს, რომ ბედნიერად რაცხს თავს, ასეთ ბრწყინვალე ადამიანთან ერთად მუშაობის პატივი რომ ერგო.