ბრიტანელი ფორესტ გამპი - კვირის პალიტრა

ბრიტანელი ფორესტ გამპი

ჯემი მაკდონალდსმა უკვე დაასრულა თავისი კანადური ოდისეა ატლანტის ოკეანის სანაპიროდან წყნარი ოკეანის სანაპირომდე. კომიქსების წიგნის გმირის - ფლეშის კოსტიუმში გამოწყობილმა ჯემიმ 5000 მილი 275 დღეში დაფარა. ფორესტ გამპად აღიარებულ 27 წლის ბრიტანელს რთულ პირობებში უწევდა სირბილი - ხანდახან -40-გრადუსიან ყინვაშიც, დროდადრო ღია ცის ქვეშ ეძინა. ამ ხნის განმავლობაში ათი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი გამოიცვალა და ფეხიც დაიშავა. მიუხედავად ამისა, ჯემი უკვე მორიგი გმირობისთვის ემზადება.