გეითსის მემკვიდრე - კვირის პალიტრა

გეითსის მემკვიდრე

"მაიკროსოფტის" ახალი გენერალური დირექტორი ინდოელი სატია ნადელა გახდა. 46 წლის სატია კომპანიის ვეტერანია - "მაიკროსოფტში" 22 წელია მუშაობს. ის გეითსის კანდიდატურაა. გიგანტური კომპანიის მართვას დიდი დრო მიჰქონდა, არადა, ბილს "მაიკროსოფტის" პროდუქტის დამუშავებაში მონაწილეობა სურს. გეითსი ახალი გენერალური დირექტორის მხოლოდ ტექნიკური მრჩეველი იქნება, ის ტოვებს აქციონერთა თავმჯდომარის პოსტსაც, მას ჯონ ტომპსონი შეცვლის.

სატია ნადელა 1967 წელს  ინდოეთში, ჰაიდარაბადში დაიბადა, დაამთავრა მანგალორის უნივერსიტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით, მაგისტრის ხარისხი აშშ-ში, ვისკონსინ-მილუოკის უნივერსიტეტში მიიღო. სატია ნადელას აზრით, ისეთი უდიდესი კომპანიისთვის, როგორიც "მაიკროსოფტია", მთავარია არა ტრადიციები, არამედ ინოვაციები.