მეხანძრე - ძაღლების მაშველი - კვირის პალიტრა

მეხანძრე - ძაღლების მაშველი

მამაც მეხანძრე შონ კოილს ბევრი ძაღლი ჰყავს გადარჩენილი. 9 იანვარს კი 13 წლის ჰასკი, სახელად სილვი, იხსნა. სილვის პატრონმა ყინულის სისქე ვერ შეაფასა და საბრალო ძაღლს ბოსტონის ყურეში ნავარდისას ყინული ჩაუტყდა. - 20-გრადუსიან ყინვაში სილვი მაშველს 30 წუთს ელოდა. სიგნალის მიღებისთანავე შონმა წყალგაუმტარი კოსტიუმი ჩაიცვა და თხელ ყინულზე დაწოლის შესამცირებლად განწირულისკენ პლასტმასის ტაშტით ფრთხილად გასრიალდა. გამოცდილმა შონმა მოახერხა სილვის ქეჩოთი ამოთრევა და უშიშარ ადგილამდე მიყვანა. მართალია, ამ დროს ყინული დაიბზარა და წყალში თავადაც ჩავარდა, მაგრამ ეს საშიში აღარ იყო, რადგან თანამშრომლებმა დამზღვევი თოკით გამოიყვანეს. სილვიმ კი ბედნიერ პატრონთან მიირბინა.