ყველა კატის საშველი ხეზე ასვლაა
17-02-2014
ყველა კატის საშველი ხეზე ასვლაა
ცნობილია, რომ ყველაზე დიდი კატისებრი, "ცხოველთა მეფე" ლომი, სხვა თანამოძმეთა - ლეოპარდის, პუმას, იაგუარისა თუ ფოცხვერისგან განსხვავებით, ხეზე ასვლას "არ კადრულობს", უფრო სწორად, ვერ ადის... თუმცა, ახლახან, ტანზანიაში ძუ ლომმა, რომელსაც სპილო გამოეკიდა, იკადრა და... შეშინებული ხეზე მშვენივრად ახტა. ამ სცენას სერენგეტის ეროვნულ ნაკრძალში ავსტრალიელები - დალიდა და ენდრიუ ინესები შეესწრნენ. "როგორც ჩანს, ლომმა  სპილოების ტერიტორიაზე ამოყო თავი. იქ რამდენიმე სპლიყვი ერთობოდა. გააფთრებული დედალი სპილო თავხედს გამოეკიდა და მანამდე სდია,
სანამ დიდმა კატამ თავს ხეზე ასვლით არ უშველა, - ამბობს ენდრიუ, - უკმაყოფილო სპილომ ხეზე მოკალათებულ მეფეს ნოტაციებიც "ბლომად წაუკითხა".        

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით