ბარაქ ობამასა და ბიონსეს რომანი აქვთ?! - კვირის პალიტრა

ბარაქ ობამასა და ბიონსეს რომანი აქვთ?!

"აშშ-ში პრეზიდენტ ბარაქ ობამასა და მომღერალ ბიონსეს რომანის გამო მალე სკანდალი აგორდება. მომღერლისა და ამერიკის პრეზიდენტის შესახებ ახალი ამბავი თჰე Washington Post-ში გამოქვეყნდება. "შეერთებულ შტატებში რაღაც მასშტაბური ხდება, ობამასა და ბიონსეს ურთიერთობის შესახებ არაოფიციალურ ინფორმაციას მალე არა სკანდალური პრესა, არამედ The Washington Post-ი გამოაქვეყნებს", - განაცხადა რადიო EUROPE1-თან ინტერვიუში ფრანგმა პაპარაცმა პასკალ როსტენმა, რომლის სახელს უკავშირდება საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის ღალატის გამჟღავნება.

გამომცემლობამ პასკალ როსტენის ინფორმაცია უარყო: "ეს სიცრუეა, ჩვენ ამგვარ ინფორმაციაზე არ ვმუშაობთ", - აღშფოთებულია The Washington Post-ის ახალი ამბების მთავარი რედაქტორი კრისტინ კორატი.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის, მიშელ ობამას უთანხმოების შესახებ ჭორები დიდი ხანია ვრცელდება. 2013 წლის დეკემბრის ბოლოს პოპულარულმა ამერიკულმა ტაბლიოდმა The National Enquirer-მა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ მიშელ ობამა მეუღლესთან განქორწინებას აპირებს.

ტაბლოიდის წყაროს თქმით, წყვილის 21-წლიანი ქორწინება იდეალისგან შორსაა, მაგრამ ბოლო წვეთი სამხრეთ აფრიკაში ნელსონ მანდელას დასაფლავებაზე, დანიის პრემიერ-მინისტრთან ობამას მოურიდებელი ფლირტი აღმოჩნდა...