ჰიპერრეალური მთვარეული - კვირის პალიტრა

ჰიპერრეალური მთვარეული

თებერვლის დასაწყისში მასაჩუსეტსის ქალთა კოლეჯ "უელსლის" სტუდენტი გოგონები მეტად აღაშფოთა მათი საერთო საცხოვრებლის ეზოში მოქანდაკე ტონი მატელის ე.წ. ჰიპერრეალისტური სკულპტურის, "მთვარეულის" გამოჩენამ.

სკანდალის მიზეზი ის გახდა, რომ "მთვარეული" თითქმის შიშველი იყო. მატელის პერსონალური გამოფენა უნივერსიტეტის მუზეუმ "დევისში" მოეწყო, "მთვარეული" კი ეზოში ადმინისტრაციის განკარგულებით მოხვდა. 300-მა გოგონამ მოაწერა ხელი პეტიციას და ეზოდან ქანდაკების აღება მოითხოვა, მაგრამ დირექცია პოზიციას არ თმობს. სამაგიეროდ, სხვა სტუდენტები თოვლში მდგარ "ადამიანს" თბილად ხვდებიან. ბევრი მათგანი "მთვარეულთან" ფოტოებსაც იღებს.