ენისტონი 45 წლისაა - კვირის პალიტრა

ენისტონი 45 წლისაა

11 თებერვალს ჯენიფერ ენისტონი 45 წლის გახდა. სუპერვარსკვლავმა დაბადების დღე დანიშნულთან, მსახიობ ჯასტინ ტერუსთან ერთად აღნიშნა. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ჯენიფერის შეყვარებულები იყვნენ მუსიკოსი ადამ დიურიცი, მსახიობი ტეიტ დონოვანი, მსოფლიოსთვის ის მაინც ბრედ პიტის პირველი ცოლია.

ჯენიფერის მამა, ჯონ ენისტონი, კრეტელი მსახიობი იანის ანასტასაკისია, დედა - იტალიური წარმოშობის მოდელი ნენსო დოუ. ჯენიფერმა საკმაოდ ახალგაზრდამ მიიღო "ოქროს გლობუსი" და "ემი", მაგრამ საყოველთაოდ ცნობილი 2000 წელს გახდა, როცა ცოლად ბრედ პიტს გაჰყვა. მათი ქორწინება 2005 წელს დასრულდა.

ამ პერიოდში ჯენიფერს ორჯერ მოეშალა მუცელი და ამდენი საყვარლების მიუხედავად, შვილი დღემდე არ ჰყავს.