წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცები - კვირის პალიტრა

წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცები

ჟურნალმა People-მა მსახიობი ჯონი დეპი პლანეტის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად აღიარა.

46 წლის ჯონი დეპი ყველაზე სექსუალურ მამაკაცთა სიას უკვე მეორედ უდგას სათავეში. პირველად ეს ტიტული 2003 წელს მიიღო.

მეორე ადგილი კანადელ მსახიობს, 33 წლის რაიან რეინოლდსს ერგო.

მესამე ადგილი დაიკავა ამერიკელმა ჯეიკ გილენჰაალმა, ფილმ "კუზიანი მთის" გმირმა.

მეოთხე ადგილი ამერიკელ კომიკოსს ბრედლი კუპერს ერგო.

მეხუთე ადგილზეა რობერტ დაუნი-უმცროსი.

სიაში ასევე მოხვდნენ: ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი; მსახიობი ჟილ მარტინი; ჯგუფ Glee Guys-ის წევრები; მუსიკოსი ნიკ კენონი და სხვები.

2008 წელს კი პლანეტის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად ჰიუ ჯეკმანი დასახელდა.