The Times: ბარაქ ობამა - ათწლეულის ადამიანი - კვირის პალიტრა

The Times: ბარაქ ობამა - ათწლეულის ადამიანი

ბრიტანულმა გაზეთმა თჰე თიმეს-მა XXI საუკუნის პირველი ათწლეულის 50-კაციან ნუსხაში ყველაზე გავლენიანი და საინტერესო ადამიანები შეიყვანა. მათ შორის არიან

ნამდვილი გმირები, ასევე დამნაშავეები და ტერორისტები. გაზეთი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ლაპარაკია არა საუკეთესო პერსონებზე, არამედ იმათზე, ვინც ამ ათწლეულში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. პირველი ადგილი აშშ-ის ისტორიაში პირველ შავკანიან პრეზიდენტს, ბარაქ ობამას მიეკუთვნა; მეორე ადგილზეა ბრიტანელი ტელემაგნატი და იმპრესარიო საიმონ კაუელი. ჰარი პოტერის "დედა" ჯოან როულინგი მხოლოდ ერთი საფეხურით უსწრებს მეშვიდე ადგილზე მყოფ მსოფლიოს #1 ტერორისტს უსამა ბინ ლადენს. მსოფლიო პოლიტიკოსები კი რეიტინგში ასე განაწილდნენ: ჯორჯ ბუში -მე-11 ადგილზეა, ვლადიმირ პუტინი -მე-12-ზე, ისტორიაში პირველი კანცლერი ქალი ანგელა მერკელი -მე-20-ზე. ელისაბედ მეორე -25-ზე, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ალბერტ გორი -26-ზე.

დევიდ ბექჰემი მეათე ადგილზეა. ასევე დასახელდნენ Apple-ის, Google-ის, Facebook-ის დამაარსებლები.