ძაღლების უძველესი სასაფლაო - კვირის პალიტრა

ძაღლების უძველესი სასაფლაო

მექსიკაში არქეოლოგებმა აცტეკური ძაღლების 12 სამარხი აღმოაჩინეს. 500 წლის წინანდელი სამარხები მეხიკო-სითის ცენტრში საცხოვრებელი კორპუსის საძირკველში იპოვეს. ექსპერტების აზრით, ეს ძაღლების მსოფლიოში უძველესი სასაფლაოა. აცტეკებს სწამდათ, რომ იმქვეყნიურ ცხოვრებაში მიცვალებულებს იმ ქვეყნად სწორედ ეს ცხოველები მიაცილებდნენ და იცავდნენ. ამის დადასტურებაა აცტეკების უძველესი ნაგებობებისა და პირამიდების საძირკველში ნაპოვნი ძაღლების ნამარხებიც. მეცნიერები ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ, რა ჯიშის ძაღლებია სამარხებში - ვარაუდობენ, რომ ეს თანამედროვე ჩიჰუაჰუას წინაპარი ტეჩიჩის ჯიშია.