ქორ-ძაღლური მეგობრობა - კვირის პალიტრა

ქორ-ძაღლური მეგობრობა

ტიუმენელმა პროფესიონალმა ფოტოგრაფმა იგორ კაზაკოვცევმა დაგეშილი გეზელქორისა და გერმანული ნაგაზის უჩვეულო მეგობრობის შესახებ უნიკალური ფოტოები გადაიღო. "არ ვიცი, როდის ან როგორ დამეგობრდნენ გერმანული ნაგაზი და ადგილობრივი მცხოვრებლების გაწვრთნილი გეზელქორი, მაგრამ ფაქტია, რომ მთელ დროს ერთმანეთთან თამაშში ატარებენ. თუ მტაცებელი ქორი პატრონს მკლავზე არ უზის, ესე იგი, თავის მეგობარ ნაგაზთან ერთადაა... ალბათ იმას უყვება, რა კარგია იქ, ზემოთ, ცაში", - ხუმრობს ფოტოგრაფი.