"ამაღამ ჩემთან გადმოდი..." - კვირის პალიტრა

"ამაღამ ჩემთან გადმოდი..."

ავსტრალიაში აღმოაჩინეს ე.წ. მარაოსებრულვაშიანი ხოჭოების გიგანტური წარმომადგენელი, რომელიც სიგრძეში 25 სმ-მდე იზრდება და გამოირჩევა ანტენის მსგავსი მარაოსებრი ულვაშებით - მეცნიერებმა მას არაოფიციალურად "რადიომოყვარული" უწოდეს. როგორც გაირკვა, "ანტენა" მამალ ხოჭოს უფრო დიდი აქვს და ის დედლის "სასიყვარულო სიგნალის" დასაჭერად არის განკუთვნილი (სქესობრივად მომწიფებული მდედრი ე.წ. ფერომონებს გამოყოფს და მამრს იზიდავს).