ხახამშრალი ნიანგი
ხახამშრალი ნიანგი
ფოტოგრაფი ლესლი ანდერსონი კენიის ნაკრძალ "მასაი მარაში" არაერთხელ შესწრებია ნილოსის ნიანგების უიღბლო ნადირობას ყანჩაზე. "ნიანგი ვერაფრით ახერხებს უჩუმრად მიპარვას, რადგან ბაყაყიჭამია ყანჩას ძალიან მახვილი თვალი აქვს. ფუჭი გარჯის შემდეგ, დამარცხებული ნიანგი იღლება და ყანჩას თავს ანებებს", - განმარტავს ლესლი.