აგილერა დაინიშნა
24-02-2014
აგილერა დაინიშნა
ვალენტინობას 33 წლის კრისტინა აგილერა და მისი მეგობარი მეთიუ რატლერი დაინიშნენ. აგილერამ "ტვიტერში" უზარმაზარი ბრილიანტისთვლიანი ნიშნობის ბეჭდის ფოტო დადო. პირველი ქმრის, ჯორდან ბრატმანისგან მომღერალს ბიჭუნა მაქსი ჰყავს. ბრატმანთან, რომელიც მეუღლის ცემასაც არ ერიდებოდა, კრისტინამ 6 წელი იცხოვრა. რაც ახალი სიყვარული ნახა, მომღერალმა 13 კგ დაიკლო და ფორმა დაიბრუნა. "რა ბედნიერებაა, როცა მძიმე შრომის შემდეგ საღამოს შინ ბრუნდები და საყვარელი ადამიანი თავისი ხელით გაკეთებული ყველიანი სენდვიჩით და ჭიქა ღვინით გხვდება, მაგიდაზე
კი თაიგული და ანთებული სანთელია! რასაკვირველია, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ჩემი შვილი მაინც პირველ ადგილზეა", - ამბობს სუპერვარსკვლავი.  

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით