აგილერა დაინიშნა - კვირის პალიტრა

აგილერა დაინიშნა

ვალენტინობას 33 წლის კრისტინა აგილერა და მისი მეგობარი მეთიუ რატლერი დაინიშნენ. აგილერამ "ტვიტერში" უზარმაზარი ბრილიანტისთვლიანი ნიშნობის ბეჭდის ფოტო დადო. პირველი ქმრის, ჯორდან ბრატმანისგან მომღერალს ბიჭუნა მაქსი ჰყავს. ბრატმანთან, რომელიც მეუღლის ცემასაც არ ერიდებოდა, კრისტინამ 6 წელი იცხოვრა. რაც ახალი სიყვარული ნახა, მომღერალმა 13 კგ დაიკლო და ფორმა დაიბრუნა. "რა ბედნიერებაა, როცა მძიმე შრომის შემდეგ საღამოს შინ ბრუნდები და საყვარელი ადამიანი თავისი ხელით გაკეთებული ყველიანი სენდვიჩით და ჭიქა ღვინით გხვდება, მაგიდაზე კი თაიგული და ანთებული სანთელია! რასაკვირველია, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ჩემი შვილი მაინც პირველ ადგილზეა", - ამბობს სუპერვარსკვლავი.