"ურღვევი წყვილის" სამოსი... - კვირის პალიტრა

"ურღვევი წყვილის" სამოსი...

17 თებერვალს ლონდონში გაიმართა კინოპრემია  BAFTA-2014-ით დაჯილდოების ცერემონიალი. წითელ ხალიჩაზე მრავალი ვარსკვლავი გამოჩნდა, მაგრამ განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის სტუმრობას. ინტრიგის მიზეზი ის იყო, რომ ცერემონიაზე მიპატიჟებული გახლდათ ნორჩი შავკანიანი ვარსკვლავი ლუპიტა ნიონგო, რომელიც პიტის პროდიუსერობით გადაღებულ ფილმში - "მონობის 12 წელი\\" მონაწილეობს. ამ ფილმმა მთავარი პრიზი მოიპოვა და მსახიობისა და პროდიუსერის მძაფრი რომანის შესახებ ჭორებიც აგორდა... ცერემონიალზე "ჯოლი-პიტი" ზუსტად ერთნაირი სამოსით გამოცხადდა, რაც, ანჯელინას აზრით, ხაზს უსვამდა წყვილის "ურღვევობას". ანჯელინას ნორჩი ლუპიტას დანახვაზე წარბიც არ შერხევია, მაგრამ ლონდონის რესტორანში გამართულ ტრადიულ სადილზე ყველაფერი გააკეთა პიტის დროულად წასაყვანად. სტუმრებმა შეამჩნიეს, როცა გამარჯვებული ფილმის კოლექტივი სამახსოვრო ფოტოს იღებდა, პიტი ლუპიტას გვერდით ამოუდგა და წელზე ხელი მოხვია, ჯოლის თვალები კი ცეცხლს აფრქვევდა!