ძმა ძმისთვისაო - კვირის პალიტრა

ძმა ძმისთვისაო

სანამ ვიტალი კლიჩკო კიევში დიქტატურას ებრძვის, მისი ძმა ვლადიმირი თავის საცოლესთან,  ჰოლივუდის მსახიობ ჰაიდენ პენეტიერისთან ერთად პაპარაცებმა მაიამიში დააფიქსირეს. ვალენტინობას კი სუპერმოკრივემ დანიშნულს, რომელსაც სოციალურ ქსელებში უკვე ცოლს უწოდებს, უჩვეულო საჩუქარი უძღვნა - სწორედ ის "სიყვარულის კუნძული" უქირავა 200 000 დოლარად, რომელიც ანჯელინა ჯოლიმ თავის ქმარს 20 მილიონად 50 წლისთავზე უყიდა.