"ეშმაკის" გაუქმება
24-02-2014
"ეშმაკის" გაუქმება
მაყურებელმა ამერიკულ ტელესერიალ "ბიბლიაში" ეშმაკის როლის განმასახიერებელი, მსახიობი მუჰამედ მეჰდი ოუზანი აშშ-ის პრეზიდენტს, ბარაქ ობამას მიამსგავსა. პროდიუსერების გადაწყვეტილებით, ტელესერიალზე დაფუძნებულ ახალ ფილმში, "ღმერთის შვილი", მუჰამედ მეჰდი ოუზანი აღარ ითამაშებს - ფილმიდან ეშმაკის პერსონაჟი ამოღებულია.

"ახალი ფილმი იესოზეა და ეკრანზე ეშმაკის გამოჩენა არ არის საჭირო, რადგან კომენტარმა - ეშმაკის როლის შემსრულებელი მსახიობი ჩვენს პრეზიდენტს ჰგავსო - სოციალური ქსელები თვალის დახამხამებაში დაიპყრო. ხალხი ეშმაკზე უფრო მეტს ლაპარაკობდა, ვიდრე იესოზე", - თქვა ერთ-ერთმა
პროდიუსერმა.















მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით