2009 წლის ყველაზე ელეგანტური ქალები - კვირის პალიტრა

2009 წლის ყველაზე ელეგანტური ქალები

ცნობილმა ფრანგულმა მოდების ჟურნალმა ELLE-მ ყველაზე ელეგანტური ქალების სია გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი ამაყობს თავისი პირველი

ლედით, პირველი ადგილი ნიკოლა სარკოზის მეუღლეს კი არა, ბარაქ ობამას მეუღლეს - მიშელ ობამას მიენიჭა. რეიტინგის შემდგენლებმა აღნიშნეს, რომ აშშ-ის პირველი ლედი დამწყებ დიზაინერთა ტანსაცმელს ანიჭებს უპირატესობას, რაც მას მოდის კანონმდებლის სახელის ტარების უფლებას აძლევს. თეთრ სახლში ცხოვრების მოკლე დროის მიუხედავად, მიშელ ობამამ მოახერხა თავისი, ზოგჯერ გაბედული სტილის დემონსტრირება, რაც არა მარტო მოდის ექსპერტებს მოსწონთ, არამედ ქვეყნის მცხოვრებთაც.

კარლა ბრუნი უკვე მეორე წელია ზედიზედ მარცხდება ფეშენ-ომში, შარშან პირველობა სირიის პრეზიდენტის მეუღლეს ასმა ასადს დაუთმო.

ჟურნალმა მშვენიერი სქესის სხვა წარმომადგენლებიც დააჯილდოვა: "სექსბომბის" ტიტული მიაკუთვნა სკარლეტ იოჰანსონს, ყველაზე მოდური კი  ბრიტანელი მსახიობი ტილდა სუინტონი აღმოჩნდა. წითელ ხალიჩაზე საუკეთესო ჩაცმულობით პენელოპა კრუსი გამოირჩეოდა.