როგორი თოვლის ბაბუა ხართ? - კვირის პალიტრა

როგორი თოვლის ბაბუა ხართ?

რამდენჯერ იყავით თოვლის ბაბუა?

1. არც ერთხელ - 5 ქულა

2. ხუთჯერ ან ათჯერ - 10 ქულა

3. სათვალავი ამერია  - 15 ქულა

რამდენი შვილი გყავთ?

1. ერთი - 5 ქულა

2. ორი - 10 ქულა

3. სათვალავი ამერია - 15 ქულა

რამდენი საახალწლო სიმღერა იცით?

1. ერთი - 5 ქულა

2. არანაკლებ ხუთი - 10 ქულა

3. სათვალავი ამერია - 15 ქულა

გაქვთ იუმორის გრძნობა?

1. ვფიქრობ, კი - 5 ქულა

2. ჩემი მეგობრები ასე ამბობენ - 10 ქულა

3. მიჭირს პასუხის გაცემა - 15 ქულა

ფიფქია - ეს არის:

1. ჩემი თანაშემწე - 5 ქულა

2. ჩემი შვილიშვილი  - 10 ქულა

3. ჩემი შვილი - 15 ქულა

როდის დგება ახალი წელი?

1. 1-ელ იანვარს - 5 ქულა

2. 1-დან 14 იანვრამდე - 10 ქულა

3. როცა იქნება, დადგება - 15 ქულა

რამდენი საჩუქარი ეტევა ტომარაში?

1. დაახლოებით 20 - 5 ქულა

2. დაახლოებით 30 - 10 ქულა

3. იმდენი, რამდენსაც ჩადებ - 15 ქულა

დაითვალეთ ქულები

45 ქულამდე

სდექ! დაგვიჯერეთ, ეს მძიმე სამუშაო სათქვენო საქმე არ არის. თქვენისთანა პატიოსანი და პირდაპირი კაცი თოვლის ბაბუად არ გამოდგება. ეს საქმე სხვებს დაუთმეთ. ასე უკეთესი იქნება და არა მხოლოდ თქვენთვის...

45-დან 80 ქულამდე

ღირს დაფიქრებად! თქვენი შანსი, კარგი თოვლის ბაბუა გახდეთ, საკმაოდ მაღალია. ტყუილიც შეგიძლიათ და დროულად გახუმრებაც. ცოტაოდენი სამუშაო გაქვთ თეორიულ ნაწილში - კიდევ რამდენიმე საახალწლო სიმღერა დაამატეთ და ეგაა. ჰო, და, იქნებ კარგი ფიფქიაც შეგხვდეთ...

80 ქულაზე მეტი

მსოფლიოში საუკეთესო თოვლის ბაბუა ხართ! თუ თქვენს პასუხებს დავუჯერებთ, საახალწლო ზეიმების ვეტერანი ხართ. თუ შეიძლება, თქვენი ტელეფონი დაგვიტოვეთ, აუცილებლად დაგიკავშირდებით...