ძაღლმა ფულის ყადრი იცის
03-03-2014
ძაღლმა  ფულის ყადრი იცის
ჩინეთის ქალაქ ჩანჩუნის ბინადარი, 8 წლის კოკერ-სპანიელი ბობი ნამდვილი "გამომძალველია". ის ქალაქის ღირსშესანიშნაობად მას შემდეგ იქცა, რაც არა მარტო ფულის გარჩევა, არამედ ფულის ხარჯვაც ისწავლა! 5 წელია, ის ყოველდღე სეირნობს თავის პატრონ ვონგ ჩუნის ლატარიის დახლის გვერდით და გულუხვ მყიდველს ელის. როგორც კი მათ ბანკნოტებს დაუნახავს, მაშინვე "საწყალი სახით" იწყებს მათხოვრობას. მოპოვებული ბანკნოტით კი დაუყოვნებლივ უახლოეს მაღაზიაში გარბის თავისი საყვარელი ქათმის ფრთებისა თუ სოსისის საყიდლად. "არ მახსოვს, პირველად როდის იყიდა
თავისთვის საჭმელი, მაგრამ ის ძალიან ჭკვიანია და არასდროს ტყუვდება - ბობი არა მარტო ბანკნოტებს ასხვავებს სხვა ქაღალდებისგან, არამედ ორ ბანკნოტთაგან უფრო დიდი ნომინალისასაც უშეცდომოდ ირჩევს", - აცხადებს  ქალბატონი ვონგი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით