"არ იტირო, პატარავ!" - კვირის პალიტრა

"არ იტირო, პატარავ!"

ინდოეთში სპილოს ჯოგი რკინიგზის ხაზზე გადადიოდა, რომ მოულოდნელად მომავალი მატარებლის ხმა გაისმა და შეშინებულმა ცხოველებმა თავს გაქცევით უშველეს. ამ არეულობაში კი სპლიყვი ლიანდაგის ხიდის მახლობლად, წყლით სავსე ორმოში ჩავარდა, საიდანაც ვერაფრით ამოდიოდა. შეშინებულმა პატარამ ღრიალი მორთო, მაგრამ  თავისიანებს ვეღარაფერი გააგებინა. სამაგიეროდ, მატარებლის მგზავრებმა გაიგონეს მისი ტირილი და მატარებელი გააჩერეს და მის საშველად გადავიდნენ. მათ პატარა ჯერ დაამშვიდეს, მერე გაამხიარულეს, კანფეტებიც კი ჩაუყარეს... მატარებელი და მგზავრები კარგა ხანს სულგრძელად ელოდნენ სპეციალური მაშველების მოსვლას - მათ ნახევარტონიანი სპლიყვი ფრთხილად ამოიყვანეს ორმოდან.