ერთგული მეგანი სიტყვის ქალია - კვირის პალიტრა

ერთგული მეგანი სიტყვის ქალია

მსახიობი მეგან ფოქსი, მრავალი სხვა სუპერვარსკვლავისგან განსხვავებით, ერთგული ცოლი და სიტყვის ქალია. მეგანი 18 წლის იყო, როცა მომავალი მეუღლე - მსახიობი ბრაიან ოსტინ გრინი გაიცნო. 30 წლის ბრაიანი, რომელსაც პირველ ცოლთან ვაჟი, კასიუსი ჰყავს, მისი პირველი და ერთადერთი სიყვარულია. პირველი შვილი, ნოა, 2012 წლის 27 სექტემბერს ეყოლათ. მეგანმა გულწრფელად თქვა, - ბიჭუნას დაბადებამ სრულიად შემიცვალა  შეხედულებები ცხოვრებასა და კარიერაზეო. "თურმე იმისთვის ვარსებობ, რომ შვილი გავაჩინო და აჰა, ეს ბედნიერებაც მეღირსა! კიდევ ვაპირებ შვილების გაჩენას. ეს სწორედ ისაა, რაც გულით მსურს", - განაცხადა სუპერვარსკვლავმა.

მეგანმა სიტყვა შეასრულა და სულ ახლახან ნოას ძმა გაუჩნდა. ბედნიერ ცოლ-ქმარს პატარისთვის სახელი  ჯერ არ დაურქმევია.