დემი მური "საზღვრებს გარეშე" - კვირის პალიტრა

დემი მური "საზღვრებს გარეშე"

ეშტონ კატჩერის ყოფილი ცოლი, 51 წლის მეგავარსკვლავი დემი მური უკვე მრავლისმნახველ ბომონდსაც კი აოცებს - მისი საყვარლები სულ უფრო ახალგაზრდავდებიან! კრიტიკოსებსა და თაყვანისმცემლებს მისი უკანასკნელი ბოიფრენდის - 27 წლის მუსიკოსის, შონ ფრაიდეის ამბავი არ ჰქონდათ მონელებული, რომ პრესა დემისა და 23 წლის ალექს პეტიფერის ფოტოებით აჭრელდა. პეტიფერი თინეიჯერული ფილმის - "მეტისმეტად ლამაზი" - მთავარი ვარსკვლავია და მართლაც საოცრად მომხიბლავია. ერთ-ერთ საღამოზე წყვილი შესანიშნავად ატარებდა დროს - გადასკვნილი შეყვარებულები ბევრმა ნახა, თუმცა პაპარაცებმა იქ ვერ შეაღწიეს... ჯერჯერობით ფოტოებზე ისინი თავად ტაბლოიდებმა "დააწყვილეს", პაპარაცებს კი ახალი საქმე გამოუჩნდათ.