დემი მური "საზღვრებს გარეშე"
03-03-2014
დემი მური "საზღვრებს გარეშე"
ეშტონ კატჩერის ყოფილი ცოლი, 51 წლის მეგავარსკვლავი დემი მური უკვე მრავლისმნახველ ბომონდსაც კი აოცებს - მისი საყვარლები სულ უფრო ახალგაზრდავდებიან! კრიტიკოსებსა და თაყვანისმცემლებს მისი უკანასკნელი ბოიფრენდის - 27 წლის მუსიკოსის, შონ ფრაიდეის ამბავი არ ჰქონდათ მონელებული, რომ პრესა დემისა და 23 წლის ალექს პეტიფერის ფოტოებით აჭრელდა. პეტიფერი თინეიჯერული ფილმის - "მეტისმეტად ლამაზი" - მთავარი ვარსკვლავია და მართლაც საოცრად მომხიბლავია. ერთ-ერთ საღამოზე წყვილი შესანიშნავად ატარებდა დროს - გადასკვნილი შეყვარებულები ბევრმა ნახა,
თუმცა პაპარაცებმა იქ ვერ შეაღწიეს... ჯერჯერობით ფოტოებზე ისინი თავად ტაბლოიდებმა "დააწყვილეს", პაპარაცებს კი ახალი საქმე გამოუჩნდათ.    

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით