საკრამენტოს განძი - იღბალიც ამას ჰქვია! - კვირის პალიტრა

საკრამენტოს განძი - იღბალიც ამას ჰქვია!

კალიფორნიელ წყვილს თავს უცნაური ამბავი გადახდა. ქუჩაში ძაღლით სეირნობისას ისინი დამარხულ საგანძურს გადააწყდნენ - ჟანგიან კონტეინერში ჩაწყობილი მე-19 საუკუნის ოქროს მონეტები საკრამენტოს მახლობლად, საკუთარ სახლთან, ხის ძირას აღმოაჩინეს.  განძის საერთო ღირებულება 10 მლნ დოლარია.

ამის შემდეგ, წყვილმა  მიმდებარე ტერიტორია მთლიანად გადათხარა, და კიდევ შვიდი  კონტეინერი იპოვეს. მათში 1847-1894 წლებში გამოშვებული 1400-ზე მეტი მონეტა ინახებოდა.

ახალგამდიდრებულმა წყვილმა ჟურნალისტებს სთხოვა, რომ მათი ვინაობა და სახლის ადგილმდებარეობა საიდუმლოდ შეინახონ, რათა იმ მიდამოებში ე.წ. "ოქროს ციებ-ცხელება" არ დაიწყოს.