საკრამენტოს განძი - იღბალიც ამას ჰქვია!
03-03-2014
საკრამენტოს განძი - იღბალიც ამას ჰქვია!
კალიფორნიელ წყვილს თავს უცნაური ამბავი გადახდა. ქუჩაში ძაღლით სეირნობისას ისინი დამარხულ საგანძურს გადააწყდნენ - ჟანგიან კონტეინერში ჩაწყობილი მე-19 საუკუნის ოქროს მონეტები საკრამენტოს მახლობლად, საკუთარ სახლთან, ხის ძირას აღმოაჩინეს.  განძის საერთო ღირებულება 10 მლნ დოლარია.

ამის შემდეგ, წყვილმა  მიმდებარე ტერიტორია მთლიანად გადათხარა, და კიდევ შვიდი  კონტეინერი იპოვეს. მათში 1847-1894 წლებში გამოშვებული 1400-ზე მეტი მონეტა ინახებოდა.
ახალგამდიდრებულმა წყვილმა ჟურნალისტებს სთხოვა, რომ მათი ვინაობა და სახლის ადგილმდებარეობა საიდუმლოდ შეინახონ, რათა იმ მიდამოებში ე.წ.
"ოქროს ციებ-ცხელება" არ დაიწყოს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს  საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თვის კითხვადი სტატიები