მცივანა ბომბორები - კვირის პალიტრა

მცივანა ბომბორები

მიუხედავად სქელი ბეწვისა, ამ მაწანწალა ლეკვებსა და მათ მშობლებს ჩინეთის ყველაზე სუსხიან პროვინცია რუჩენგის პარკში მაინც ძალიან სცივათ. ამიტომ პარკის ადმინისტრაცია პაწიების გასათბობად ყოველდღე კოცონს ანთებს.

როგორც ადგილობრივი პერსონალი აცხადებს, თუ ცეცხლის დანთება დააგვიანდათ, ლეკვები იქაურობას ყეფით  იკლებენ.

ნაკვერცხლების გარშემო ერთმანეთს მიხორხლილი, შემცივნული ბომბორა ლეკვების ფოტოები იმდენად პოპულარული აღმოჩნდა, რომ სოციალურ ქსელებში უკვე კამპანიაც კი წამოიწყეს, რათა ლეკვების მშობლებს პარკის ადმინისტრაციამ ცალკე ხუხულა აუშენოს, პატარებს კი პატრონები გამოუჩნდნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან...