იღბლიანი გოჭი - კვირის პალიტრა

იღბლიანი გოჭი

ცოტა ხნის წინ მასაჩუსეტსის ბავშვთა ჰოსპიტალს უჩვეულო სტუმარი ეწვია, სახელად კრის ბეკონი. კრისი პატარა გოჭია, რომელიც უკანა ფეხების გარეშე დაიბადა. ორფეხა გოჭი ერთი წლის წინ გახდა პოპულარული, როცა პატრონებმა ინვალიდის საგანგებო, ორბორბლიანი ეტლის მაგვარი მოწყობილობა დაუმზადეს. ახლა კრისი მთელ ქვეყანაში მოგზაურობს და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. მასაჩუსეტსში მან პატარა პაციენტები მოინახულა, რომლებსაც მსგავსი პრობლემები აქვთ. ბავშვები ძალიან გაახარა უჩვეულო გოჭის სტუმრობამ და არც კრისს მოულხენია ნაკლებად...