ჩხუბის პილოტაჟი - კვირის პალიტრა

ჩხუბის პილოტაჟი

ნამიბიის ეროვნულ ნაკრძალში ველური ბუნების ფოტოგრაფი ანა დენკერი, რომელიც მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად მოგზაურობდა, არწივების შეტაკებას შეესწრო.

"მოულოდნელად დავინახე მრისხანედ შემართული 3 ველის არწივი, რომელთაგან ერთ-ერთს კარგა მოზრდილი გველი ეჭირა ბრჭყალებით. მონადირებული ქვეწარმავალი ე.წ. კაპრის კობრა გახლდათ, რომლის კბენა მომაკვდინებელია.

არწივმა დააპირა ნანადირევით გაფრენა, მაგრამ დანარჩენი ორის რეაქცია ელვისებური იყო. ჩხუბისას არწივებმა "უმაღლესი პილოტაჟი" მიწიდან ახლოს მოაწყვეს, თუმცა საბოლოოდ ნანადირევი მაინც მონადირეს დარჩა""", - ჰყვება ანა.