"ძროხების მწყემსი"
17-03-2014
"ძროხების მწყემსი"
ლამანტინი ანუ ზღვის ძროხა წყლის დიდი ძუძუმწოვარი ცხოველია, რომლის სიგრძე 4,5 მ-ს, წონა კი 600 კგ-ს აღწევს. ლამანტინები რამდენიმე მეტრ სიღრმეზე ცხოვრობენ, წყალმცენარეებით იკვებებიან და ადამიანებს ერიდებიან. ამიტომ, წყალქვეშა სამყაროს პროფესიონალი ფოტოგრაფის, ელენ კულერტსის გადაღებული ფოტოები დიდი იშვიათობა აღმოჩნდა.
"ფლორიდაში, კრისტალ რივერსის მახლობლად ნავით დავცურავდით, სადაც ლამანტინები ბინადრობენ. ისინი რატომღაც დიდი სიმპათიით განეწყვნენ ჯგუფის ერთ-ერთი წევრის,  მარგოს მიმართ, დანარჩენები ახლოსაც არ მიიკარეს", - ამბობს ფოტოგრაფი.
""ლამანტინი დიდი და ძლიერი ცხოველია.
გვითხრეს, აგრესიულები არ არიან და არაფერს დაგიშავებენო, მაგრამ როდესაც ჩემკენ გამოეშურნენ, მაინც შემეშინდა. ერთი "მომეხვია" კიდეც... როგორც გაირკვა, მათ მხოლოდ ჩემთან თამაში სურდათ. ყველაფერი ძალიან სასეირო იყო, თავი მწყემსი მეგონა", - თქვა "ფოტოსესიის გმირად" ქცეულმა მარგომ.      

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით