სპირსს ახალი გარეგნობა დაუწუნეს - კვირის პალიტრა

სპირსს ახალი გარეგნობა დაუწუნეს

ბრიტნი სპირსის ახალი გარეგნობა მკაცრად გააკრიტიკეს. არადა, საზოგადოების წინაშე ის ელტონ ჯონის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საზეიმო საღამოზე მთავარ სტუმრად წარდგა... ბრიტნის წაბლისფერი თმა, ვისაც არ დაეზარა, ყველამ გააკრიტიკა: საერთო აზრით, ის ქერა უფრო ნორჩად გამოიყურება. სპირსის გამჭვირვალე და თამამ კაბას კი დიზაინერებმა აუბზუეს ცხვირი - მათ სამოსი ვულგარულად მიიჩნიეს. სტუმრებს არც ის მოეწონათ, რომ ვარსკვლავი  გაუჩერებლად იღეჭებოდა.