ქმარყოფილის საცოლე
17-03-2014
ქმარყოფილის საცოლე
"ოსკარის" ცერემონიაზე ყველა ელოდა, რომ შარლიზ ტერონი საქმროსთან - შონ პენთან ერთად გამოჩნდებოდა, მაგრამ სუპერვარსკვლავი კინოაკადემიის წითელ ხალიჩაზე გასავლელად დედასთან ერთად მივიდა... სამაგიეროდ, შეყვარებულები მალევე "შეერთდნენ" - შონ პენმა სასიდედრო დასაძინებლად გაუშვა, ნიშნობის ბეჭდით დამშვენებული შარლიზი კი, რაც უნდა უცნაური იყოს, პირდაპირ ცოლყოფილთან - პოპდედოფალ მადონასთან წაიყვანა! საქმე ისაა, რომ  მადონა ყოველი "ოსკარის" შემდეგ  ტრადიციულ საღამოს აწყობს, სადაც უამრავი ვარსკვლავი იყრის თავს და წყვილის გადაღება პაპარაცებმა სწორედ აქ შეძლეს. მადონას
არაერთ ინტერვიუში უთქვამს, რომ მისი ცხოვრების უმთავრესი სიყვარული სწორედ ყოფილი ქმარი შონ პენია...
უამრავი სტუმარი გაოცებული შეჰყურებდა, როგორ თბილად ესაუბრებდა მასპინძელი პოპდედოფალი შონსა და შარლიზს.     

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით