ძუნწი დეპი - კვირის პალიტრა

ძუნწი დეპი

50 წლის ჯონი დეპმა თავის 27 წლის საცოლეს  ემბერ ჰერდს 12-კარატიანი ბრილიანტით დამშვენებული საქორწინო ბეჭედი აჩუქა. თუმცა ბეჭედი ისეთი ძვირფასი არ აღმოჩნდა - მისი ფასი სულ რაღაც 100 000 დოლარია. სოციალურ ქსელებში დეპს სიძუნწეში დასდეს ბრალი... თავად განსაჯეთ, ბიონსეს 18-კარატიანი ბრილიანტით შემკული ბეჭედი 5 მლნ დოლარი ღირს, პერის ჰილტონის (24-კარატიანი ბრილიანტი) ბეჭედი - 4,7 მლნ, კიმ კარდაშიანის (16,5-კარატიანი ბრილიანტი) - 2 მლნ, ჯენიფერ ლოპესის (16-კარატიანი ბრილიანტი) - 1,2 მლნ და ა.შ. თუმცა ჰერდი ამას ყურადღებას არ აქცევს და ახალ ბეჭედს სიამოვნებით პოზირებს.