ცოლი პრინც ჰარისაც უნდა - კვირის პალიტრა

ცოლი პრინც ჰარისაც უნდა

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის უმცროსმა მემკვიდრემ, პრინცმა ჰარიმ კრესიდა ბონასთან ურთიერთობა გამოამზეურა. ახლახან ქალ-ვაჟი პირველად გამოჩნდა ერთად ოფიციალურ ღონისძიებაზე - ბავშვთა დასახმარებელი საქველმოქმედო პროექტის პრეზენტაციაზე. დღემდე პაპარაცებს შეყვარებულების ერთად გამოსაჭერად ნამდვილი ნადირობა უხდებოდათ. ამჯერად კი ჰარი და კრესიდა ფოტოკამერებს აღარ დამალვიან. პრინცი სცენაზე სიტყვით გამოვიდა და შემდეგ მაყურებელთა დარბაზში მყოფ შეყვარებულს გვერდით მიუჯდა. გოგონამ მშვენივრად შეიფერა  რჩეულის როლი - ღონისძიების განმავლობაში ჰარისთვის ხელი არ გაუშვია. კრესიდას უფროსი და - იზაბელიც ახლდა მეუღლესთან ერთად.

პრინცმა და კრესიდამ ერთმანეთი 2012 წლის ივნისში გაიცნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი დაქორწინებას გაისად აპირებენ.