სასიკვდილო ორთაბრძოლები
24-03-2014
სასიკვდილო ორთაბრძოლები
ფილიპინების ხელისუფლების აკრძალვის მიუხედავად, კუნძულ მინდანაოზე, ცხენთა უსასტიკესი ბრძოლები იმართება.
ამ დაუნდობელი შეტაკებების საყურებლად ათასობით ადამიანი იკრიბება. ულაყების გასახელებლად ორგანიზატორები არენაზე ფაშატს დაარონინებენ. ინსტინქტით გახელებული მამრები ერთმანეთს უკვე სასიკვდილოდაც იმეტებენ - მეტოქეს ყელში ნამდვილი მგლებივით ეძგერებიან... ცხენების პატრონებიც და მრავალრიცხოვანი მაყურებელიც შეჯიბრების დაწყებამდე დიდ თანხაზე სანაძლეოს დებენ.    

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით