ცნობისმოყვარე "კატა" ქაჩალმა მოხიბლა
24-03-2014
ცნობისმოყვარე "კატა" ქაჩალმა მოხიბლა
ტანზანიის ეროვნულ ნაკრძალ სერენგეტიში ახალგაზრდა გეპარდის ყურადღება ავსტრალიელი ტურისტის ავტომობილმა მიიპყრო.

ათეული წლებია, გეპარდები მიდამოს დასაზვერად და მსხვერპლის აღმოსაჩენად ნაკრძალის დამთვალიერებელთა ჯიპების სახურავზე ადიან. ამჯერად გეპარდმა ჯერ საქარე მინიდან შეათვალიერა ტურისტი და მისი მძღოლი, მერე სახურავზე ავიდა და ყურადღებით დააკვირდა მანქანაში მსხდომთ. მელოტმა მძღოლმა მტაცებელი ისე დააინტერესა, რომ თავი ლიუკშიც შემოყო. საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით