რატომ არ ირთავს ენრიკე ანას
24-03-2014
რატომ არ ირთავს ენრიკე ანას
ენრიკე იგლესიასმა, როგორც იქნა, ამოღერღა, რატომ არ ირთავს ცოლად ანა კურნიკოვას, ვისთან ერთადაც უკვე 12 წელია, ცხოვრობს.
"ქორწინების წინააღმდეგი სულაც არ ვარ, მაგრამ როდესაც ამდენი წელი ხვდები ადამიანს, გრძნობ, რომ არაფრის შეცვლა აღარ გსურს. ქორწინება უფრო მეტად ვეღარ დაგაახლოებს, ვერც გრძნობებზე იმოქმედებს. ამიტომ ცოლქმრობას აზრი არ აქვს, რადგან ვერ ვიქნებით უფრო ბედნიერი, ვიდრე ახლა ვართ", - ასე უპასუხა ეთერში ჟურნალისტის კითხვას მომღერალმა.
შარშან წყვილს ზღვისპირა ვილის პრესტიჟულ ადგილზე შეძენა 20
მლნ დოლარი დაუჯდა. მას შემდეგ ისინი ხშირად ნავარდობენ საკუთარი იახტით.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით