ვარსკვლავის 2 520-ე გაელვება - კვირის პალიტრა

ვარსკვლავის 2 520-ე გაელვება

როგორც იქნა, ჰოლივუდის დიდების ხეივანში კეიტ უინსლეტის ვარსკვლავის გახსნის დღეც დადგა. 38 წლის მსახიობს, რომელსაც დეკემბერში მესამე შვილი შეეძინა, ვარსკვლავის გახსნა უამრავმა მეგობარმა და თაყვანისმცემელმა მიულოცა. ეს ვარსკვლავი რიგით 2 520-ე აღმოჩნდა დიდების ხეივანში.

ცერემონიაზე მრავლად იყვნენ პაპარაცებიც, მესამე მშობიარობის შემდეგ ფორმაში ჩამდგარი კეიტი საჯაროდ პირველად გამოჩნდა. ვარსკვლავის გახსნას ლოს-ანჯელესში იმ დილით მომხდარმა 4,4-ბალიანმა მიწისძვრამაც ვერ შეუშალა ხელი. "რას ვიფიქრებდი, თუ ამდენი ხალხი მოვიდოდა, მით უმეტეს, რომ მიწისძვრამ მეც გვარიანად შემაშინა", - თქვა  გულაჩუყებულმა სუპერვარსკვლავმა.