ვარსკვლავის 2 520-ე გაელვება
24-03-2014
ვარსკვლავის 2 520-ე გაელვება
როგორც იქნა, ჰოლივუდის დიდების ხეივანში კეიტ უინსლეტის ვარსკვლავის გახსნის დღეც დადგა. 38 წლის მსახიობს, რომელსაც დეკემბერში მესამე შვილი შეეძინა, ვარსკვლავის გახსნა უამრავმა მეგობარმა და თაყვანისმცემელმა მიულოცა. ეს ვარსკვლავი რიგით 2 520-ე აღმოჩნდა დიდების ხეივანში.
ცერემონიაზე მრავლად იყვნენ პაპარაცებიც, მესამე მშობიარობის შემდეგ ფორმაში ჩამდგარი კეიტი საჯაროდ პირველად გამოჩნდა. ვარსკვლავის გახსნას ლოს-ანჯელესში იმ დილით მომხდარმა 4,4-ბალიანმა მიწისძვრამაც ვერ შეუშალა ხელი. "რას ვიფიქრებდი, თუ ამდენი ხალხი მოვიდოდა, მით უმეტეს, რომ მიწისძვრამ მეც გვარიანად
შემაშინა", - თქვა  გულაჩუყებულმა სუპერვარსკვლავმა.  

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?