კეიტ მოსის "დედობრივი გრძნობა"
24-03-2014
კეიტ მოსის "დედობრივი გრძნობა"
62 წლის ბრიტანელი მილიარდერის ფილიპ გრინის (ტანსაცმლის ცნობილი ბრენდის, "ტოპშოფის" მფლობელი) იახტაზე პაპარაცებმა კეიტ მოსი ქერა ბიჭთან ალერსისას გამოიჭირეს. მილიარდერი და კეიტი დიდი ხანია ოჯახებით მეგობრობენ. იახტაზე, სადაც გრინმა სტუმრები თავისი დაბადების დღის აღსანიშნავად მიიწვია, სუპერვარსკვლავის ქმარი - მუსიკოსი ჯეიმი ჰონსი არ ჩანდა, კეიტი კი ქერა ყმაწვილს სტუმრების თვალწინ მოურიდებლად ეხვეოდა. ტაბლოიდებმა გაარკვიეს, რომ ყმაწვილი ფილიპ გრინის უმცროსი ვაჟი იყო. მათი დასკვნით, მეგობრის ვაჟთან ჩახუტება 40 წლის პოდიუმის დედოფალს შეიძლებოდა
"დედობრივ" მზრუნველობაში ჩათვლოდა, რომ არა ვაჟის ხელები, რომლებიც მოსს საეჭვოდ ეხვეოდა წელს ქვემოთ...      












მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით