ძუ ლომი ნიანგების არმიის წინააღმდეგ
31-03-2014
ძუ ლომი ნიანგების არმიის წინააღმდეგ
კომპიუტერული ქსელების მენეჯერი რიჩარდ ჩუ, რომელიც ფოტომოყვარულიცაა, კენიის ნაკრძალ მასაი-მარაში მოგზაურობისას უჩვეულო სანახაობას შეესწრო - ბეჰემოთის მძორის ხელში ჩასაგდებად ძუ ლომი ნიანგების არმიას დაუპირისპირდა."მდინარე მარას ნაპირთან მკვდარი ბეჰემოთი ეგდო. მის მახლობლად ნიანგები ირეოდნენ. ამ დროს ძუ ლომმაც შენიშნა საკბილო, რომელსაც ამდენი "კონკურენტის" დანახვა არ ეჭაშნიკა, მაგრამ მაინც უყოყმანოდ შეუტია ათამდე უზარმაზარ ნიანგს და გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად, უკან დაახევინა! მაგრამ რად გინდა? - ლომს 3-ტონიანი ბეჰემოთის სქელი კანი რომ გაეგლიჯა, ამისთვის
მძორი ხმელეთზე უნდა აეთრია, მაგრამ ეს შეუძლებელი გახლდათ. საბოლოოდ, ცხოველთა მეფე იქაურობას გაეცალა, მსუყე სადილი კი მდინარის ბინადრებს დარჩათ, - ამბობს რიჩარდ ჩუ.  

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით