ძუ ლომი ნიანგების არმიის წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

ძუ ლომი ნიანგების არმიის წინააღმდეგ

კომპიუტერული ქსელების მენეჯერი რიჩარდ ჩუ, რომელიც ფოტომოყვარულიცაა, კენიის ნაკრძალ მასაი-მარაში მოგზაურობისას უჩვეულო სანახაობას შეესწრო - ბეჰემოთის მძორის ხელში ჩასაგდებად ძუ ლომი ნიანგების არმიას დაუპირისპირდა."მდინარე მარას ნაპირთან მკვდარი ბეჰემოთი ეგდო. მის მახლობლად ნიანგები ირეოდნენ. ამ დროს ძუ ლომმაც შენიშნა საკბილო, რომელსაც ამდენი "კონკურენტის" დანახვა არ ეჭაშნიკა, მაგრამ მაინც უყოყმანოდ შეუტია ათამდე უზარმაზარ ნიანგს და გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად, უკან დაახევინა! მაგრამ რად გინდა? - ლომს 3-ტონიანი ბეჰემოთის სქელი კანი რომ გაეგლიჯა, ამისთვის მძორი ხმელეთზე უნდა აეთრია, მაგრამ ეს შეუძლებელი გახლდათ. საბოლოოდ, ცხოველთა მეფე იქაურობას გაეცალა, მსუყე სადილი კი მდინარის ბინადრებს დარჩათ, - ამბობს რიჩარდ ჩუ.